family

მოგესალმებით ძვირფასო მშობლებო

მე ვარ ალუდა გოგლიჩიძე, გურამ  რამიშვილის სახელობის თბილისის N20 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი და კავკასიის განათლების სკოლის დეკანი, მოძრაობა  მერიტოკრატიისთვის დამფუძნებელი.

მე მტკიცედ მწამს, რომ დემოკრატია იწყება სკოლიდან და პრინციპული და გადამწყვეტი  მნიშვნელობისაა, გავზარდოთ მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა სკოლის ცხოვრებასა და მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამდენად გადავწყვიტე მონაწილეობა გურამ რამიშვილის  სახელობის თბილისის N20 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში, რომელიც 2025 წლის 14 ივლისს გაიმართება. შესაბამისად მინდა გაგაცნოთ ჩემი ხედვა და პრიორიტეტები.