experience

2018 – დღემდე
კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო აფილირებული ასოცირებული პროფესორი, კავკასიის განათლების სკოლის დეკანი
აკადემიური პროგრამების შემუშავება, აკრედიტაცია, პერსონალის მართვა, სტუდენტების მოზიდვა, რესურსების მართვა; განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი; განათლების ლიდერობისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი.

2013 – 2018
განათლების პოლიტიკისა და ადმინისტრირების სკოლა, თბილისი, საქართველო დამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარე ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა და სამოქმედო გეგმის რეალიზების კოორდინირება.

2015 – 2016
ა(ა)იპ „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“, თბილისი, საქართველო დირექტორი ცენტრის  ტრატეგიული მიზნების განსაზღვრა და სამოქმედო გეგმის განხორციელების საერთო ხელმძღვანელობა.

2014-2015
ქალაქ თბილისის მერია, თბილისი, საქართველო
მერის მოადგილე საკურატორო სფეროები: განათლება, სპორტი, ახალგაზრდობა, სოციალური მომსახურება და ჯანმრთელობის დაცვა.

2012-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისი, საქართველო მინისტრის მოადგილე საკურატორო სფერო: ზოგადი განათლება (ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი; ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი;
მასწავლებელთა როფესიული განვითარების ცენტრი; განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური).

2007-2012
აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის #42 საჯარო სკოლა, თბილისი, საქართველო დირექტორი სკოლის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის
მომზადება/განხორციელება, სკოლის ბიუჯეტის, შინაგანაწესის მომზადება, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის, ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსების მართვა.

2002-2007
განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო პროგრამების მენეჯერი
პროგრამის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/განხორციელება, ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვა, სასწავლო პროგრამების/მასალების შექმნა/განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება.

2000-2002
ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ /განათლების სისტემის დეცენტრალიზაციისა და მენეჯმენტის განვითარების პროექტი, თბილისი, საქართველო პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი
ზოგადი განათლების მართვის სისტემის დეცენტრალიზებული მოდელის შემუშავება და საქართველოს 31 სკოლაში პილოტირება, მოდელის დანერგვის ხელშემწყობი სასწავლო პროგრამის შემუშავება და რეალიზება, კვლევების ორგანიზება, მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება.

1993-2001
ახალგაზრდული გაეროს საქართველოს ქსელი, თბილისი, საქართველო
პრეზიდენტი ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და რეალიზება; ადამიანური, მატერიალური და ფინანსური
რესურსების მართვა; პროგრამებისა და პროექტების შექმნა, ფონდების მოძიება და რეალიზება; მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება.