Volunteer Form

#დემოკრატია იწყება სკოლიდან!

მოგესალმებით ძვირფასო მშობლებო,

მე ვარ ალუდა გოგლიჩიძე, გურამ  რამიშვილის სახელობის თბილისის N20 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი და კავკასიის განათლების სკოლის დეკანი, მოძრაობა  მერიტოკრატიისთვის დამფუძნებელი.

მე მტკიცედ მწამს, რომ დემოკრატია იწყება სკოლიდან და პრინციპული და გადამწყვეტი  მნიშვნელობისაა, გავზარდოთ მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა სკოლის ცხოვრებასა და მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამდენად გადავწყვიტე მონაწილეობა გურამ რამიშვილის  სახელობის თბილისის N20 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში, რომელიც 2025 წლის 14 ივლისს გაიმართება. შესაბამისად მინდა გაგაცნოთ ჩემი ხედვა და პრიორიტეტები:

საქმიანობის პრიორიტეტები:

  • მოსწავლეთა ჩართულობა/მონაწილეობა და თვითმმართველობა.
  • მოსწავლეთა კლუბები და პროექტული განათლება.
  • არაძალადობრივი და ინკლუზიური გარემო – მშვიდობის მშენებლობა.
  • ღირებულებითი განათლება.
  • შრომის ბაზარი და საკვანძო კომპეტენციები.
  • მე-5 ინდუსტრიული რევოლუცია – ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი.
  • ადამიანის უფლებები.
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი.
  • გარემოს დაცვა და ეკოლოგიური ცნობიერება.

ყველივე  ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მაქვს სურვილი და მზაობა ჩავერთო სამეურვეო საბჭოს მუშაობაში და თქვენთან  თანამშრომლობით ვიზრუნო სკოლის განვითარებაზე. მე ღრმად მწამს, რომ მხოლოდ თანამშრომლობით შევძლებთ:

  • გავზარდოთ მოსწავლეთა, მშობელთა და პედაგოგთა ეფექტიანი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებასა და მნიშვნელოვანი  ადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
  • გავხადოთ სკოლა და სასკოლო ცხოვრება მოსწავლეებისათვის საინტერესო, მიმზიდველი და შემოქმედებითი.
  • გავაძლიეროთ მოსწავლეთა როლი არაძალადობრივი და ინკლუზიური გარემოს შექმნაში, დემოკრატიული საზოგადოებისა და  მშვიდობის მშენებლობაში.
  • უკეთ მოვამზადოთ  ოსწავლეები დამოუკიდებელი და წარმატებული ცხოვრებისთვის,  ონკურენტულ გარემოში ღირსეული ადგილის
    დამკვიდრებისათვის.
  • დავიცვათ სკოლის  ინტერესები საზოგადოების დონეზე.

ალუდა გოგლიჩიძე

გურამ რამიშვილის სახელობის თბილისის N20 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი, სკოლის მოსწავლის მშობელი

თუ თქვენ იზიარებთ აღნიშნული პრიორიტეტების მნიშვნელობას, მე ვიქნები თქვენი ხმა სამეურვეო საბჭოში!

სამეურვეო საბჭოს ფუნქციები და მნიშვნელობა

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის (სამეურვეო საბჭოს ფუნქციები) შესაბამისად საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო:

ა) ირჩევს სკოლის დირექტორს;
ბ) ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს და წლიურ ანგარიშს;
გ) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს;
დ) გამოხატავს თანხმობას სახელმძღვანელოების ნუსხის თაობაზე;
ე) აკონტროლებს ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
ვ) უფლებამოსილია ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს;
თ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
ი) უფლებამოსილია სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარება დაავალოს დირექტორს;
კ) უფლებამოსილია მასწავლებლის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა მოსთხოვოს
სკოლის დირექტორს;
ლ) ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ასევე შეუძლია შექმნას სააპელაციო კომიტეტს;
მ) ითანხმებს სკოლის წესდების პროექტს.

#შვილებისთვისმომავლისთვის #დემოკრატიაიწყებასკოლიდან #თანამშრომლობითშევძლებთ